გოჩა თევდორაძე: შიმშილობასა და მჯდომარე აქციებსაც არ გამოვრიცხავთ

გოჩა თევდორაძე: შიმშილობასა და მჯდომარე აქციებსაც არ გამოვრიცხავთ

"პატრიოტთა ალიანსი" საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს, - ამის შესახებ "აიპრესს" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.  მისივე თქმით, ისინი მხოლოდ კომისიის დატოვებით არ შემოიფარგლებიან და სამომავლო გეგმებს არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან განიხილავენ. მათ შორის, მჯდომარე და შიმშილობის აქციებიც არ გამოირიცხება.

"ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის პროტესტით არ შემოვიფარგლებით. პროტესტის სხვა ფორმებსაც მივმართავთ. კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც მიმდინარეობს. ჩვენც გვაქვს გარკვეული მიზანი დასახული. ამის შესახებ საზოგადოებას ცოტა ხანში ვაცნობებთ. შეიძლება გარკვეული კორექტივები შევიდეს კონსულტაციების ფარგლებში", - აღნიშნა თევდორაძემ.

კითხვაზე, მათ შორის საპროტესტო აქციებიც განიხილება? - პასუხობს, რომ აქციებიც განიხილება და პროტესტის უკიდურესი ფორმაც. 

"არც საპროტესტო აქციებია გამორიცხული, არც პროტესტის უკიდურესი ფორმა და ა.შ. ეს არის ხელისუფლების არჩევანი და არა ჩვენი. კონსტიტუცია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებით არ უნდა იყოს შეცვლილი. ამას სჭირდება უფრო ფართო კანსენსუსი. 

პროტესტის უკიდურეს ფორმაში რა თქმა უნდა შიმშილობა იგულისხმება, ამიტომ არცერთს არ გამოვრიცხავთ. არ გამოვრიცხავთ, არც მანიფესტაციას, არც მჯდომარე აქციას, არც შიმშილობას... ვნახოთ რა შეთანხმებამდეე მივალთ. დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობასაც არ გამოვრიცხავთ. მოვახდენთ მათ ინფორმირებას რაც ხდება, რომ კონსტიტუცია იცვლება ერთი პოლიტიკური ძალის მიერ", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა.

მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მიმდინარეობს. 

"ჯერჯერობით კონსულტაციები მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მიმდინარეობს. დანარჩენი ვნახოთ", - განუცხადა გოჩა თევდორაძემ "აიპრესს". 

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

1 წუთის წინ

“დღეს პირველად გამოვკითხავთ შესაბამის პირებს, კონკრეტულად აქ საუბარია დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებზე. ჩვენთვის საინტერესოა მათი უშუალო ინფორმაცია, თუ რას ფლობენ, რა შეკითხვები აქვთ ამ ადამიანებს. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, ამ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167