ინგა შამილიშვილი მკლავჭიდში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა

ინგა შამილიშვილი მკლავჭიდში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილეები მირიან ქათამაძე და ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი აჭარის რეგიონიდან მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

2017 წლის 10-11 აპრილს ქალაქ თბილისში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მკლავჭიდის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 400 სპორტსმენი მონაწილეობდა.

აჭარის რეგიონიდან მონაწილეობდა 26 სპორტსმენი, მათ შორის იყვნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები. აჭარის ნაკრებმა გუნდმა შეჯიბრებაზე მოიპოვა 10 - I ადგილი, 9 - II და 9 – III ადგილი, როგორც მარჯვენა, ასევე,მარცხენა მკლავში.

გამარჯვებულ სპორტსმენებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცემათ. განსაკუთრებით სასახიარულოა 70 კგ (14 წელი) კატეგორიაში გოგონებში წელს პირველად მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონი გახდა მარიამ ნოდია, ხოლო საპრიზო ადგილი მოიპოვა ქეთევან შავიშვილმა.

გამარჯვებულები 14-21 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კატოვიცეში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის რეგიონალურ ფედერაციაში ირიცხება და ვარჯიშობს 100- ზე მეტი სპორტსმენი, ფედარაციის პრეზიდენტია გოჩა შავაძე, უფროსი მწვრთნელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი - თემურ ლიპარტაშვილი.​

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

1 წუთის წინ

ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167