სააღდგომოდ რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 6290 შემთხვევა დაფიქსირდა

სააღდგომოდ რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 6290 შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის და ბათუმის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და მოსახლეობას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას 206 ეკიპაჟის მეშვეობით, ოპერატიულად აწვდის. 14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"14 აპრილს გამოძახებათა რაოდენობამ 1837 შეადგინა, 15 აპრილს - 1942, ხოლო 16 აპრილს - 2511. პაციენტთა ნაწილს სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია, 1707 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

3 წუთის წინ

ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167