რაგბის მსოფლიო თასმა საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა დაიწყო

რაგბის მსოფლიო თასმა საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა დაიწყო

მსოფლიო რაგბის 20- წლამდელთა ჩემპიონატი 2017-ის ფარგლებში, მსოფლიო თასმა მოგზაურობა გურიიდან დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი ,,არწივები“ აღნიშნული თასის მოგზაურობის პირველი მასპინძელია საქართველოს რეგიონებს შორის.

ვინაიდან ქალაქ ოზურგეთის სარაგბო კლუბი ,,არწივები“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული გათამაშების ლიდერია, აღნიშნული მსოფლიო თასის პირველად გურიაში ვიზიტს სიმბოლური მნიშვნელობაც ეძლევა.

17 აპრილს თასის ჩამობრძანების ცერემონიალს საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ოზუგეთელი მორაგბეები, უცხოელი ჟურნალისტები და რაგბის მოყვარული ოზურგეთელები დაესწრნენ.

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი, ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ.

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); ნახევარ-ფინალები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში - ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.
 

ზაზა სარალიძე: ვეძებ 3 გოგოს, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტს შეესწრო

ზაზა სარალიძე: ვეძებ 3 გოგოს, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტს შეესწრო

13 წუთის წინ

"ვეძებ 3 გოგოს, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტს შეესწრო, ამ გოგოებზე იძახიან, რომ იქ წიოდნენ და კიოდნენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ 17-კაციანი დროებით საგამოძიებო კომისიასთან. შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167