გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შეხვედრაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შინაარსი განიხილეს და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემების ჩამოყალიბება/გაუმჯობესების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია რომ პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში უკვე შეიქმნა ადგილობრივი სამუშაო ჯგუფები, ადგილობრივი კოორდინატორებისა და პროექტის ექსპერტების მიერ შეგროვდა საბაზისო ინფორმაცია, რომელიც დამუშავდა პროექტის ექსპერტების მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტი, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აკაკი ფანჩულიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები”, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ასევე, ოთხივე მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები.

ზუგდიდში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

ზუგდიდში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

38 წუთის წინ

მერიის ინფორმაციით სკოლის ეზოში განთავსებული მინი ბიბლიოთეკით (ე.წ. „წიგნის ბუდე“) სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტის მიზანი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლება და...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167