20 აპრილს ბათუმში საქველმოქმედო "სააღდგომო ფესტივალი" გაიმართება

20 აპრილს ბათუმში საქველმოქმედო "სააღდგომო ფესტივალი" გაიმართება

20 აპრილს, 13:00 საათზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით, ბულვარის კოლონადებთან საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალი“ გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მ მტავრობა ავრცელებს. 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები და სადღესასწაულო პროდუქცია, საგამოფენო კუთხეები, თემატურად დატვირთული კანაპეები, სააღდგომო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები (გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია).

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საკონდიტრო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სადღესასწაულო პროდუქცია, კერძოდ: სააღდგომო პასკებისა და სხვადასხვა სახის ტკბილეული.

გამოფენაზე ასევე მოეწყობა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიები.

ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაიხსება. ფესტივალზე ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს შეასრულებენ: მუსიკოსი - ვაჟა ტუღუში; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები: "ხიხანი", „ახალი თაობა", ხელვაჩაურის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - "მაჭახელა";

საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იქნებიან უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება. ფესტივალის ბოლოს ყველა მონაწილეს სააღდგომო საჩუქრები გადაეცემა.

ღინისძიების მონაწილეები:

- ჰიპერმარკეტი „გუდვილი“; „ვილმარტი“; საკონდიტრო კომპანიები: „სვით ქეიქი“ და „კარამელი“;

- პროფესიული კოლეჯები: „ბლექ სი“ და „ახალი ტალღა“

- ხელოვნების სტუდიები: “ანდამატი“ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა“ „ხელმარჯვე თითები“ სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“ და ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ფესტივალის მხარდამჭერები: აჭარის მთავრობა, ქ. ბათუმის მერია და ა(ა)იპ “ბათუმის კულტურის ცენტრი“.

დასწრება თავისუფალია.

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

2 საათის წინ

10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172