ხვალ გორში ოქონობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

ხვალ გორში ოქონობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

18 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ქალაქ  გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება. ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 09:30 საათზე დაიწყება მსვლელობა ოქონის მშენებარე ეკლესიამდე, სადაც გორისა და ატენის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ გაიმართება მსვლელობა ქალაქის დალოცვის მიზნით.

დღის ბოლოს, 18:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

ოქონობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრებიან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთოთხმეტედ აღინიშნება.

დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ტოლების თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ტოლების თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

38 წუთის წინ

სოფელ ზემო ტოლებში, სხვადასხვა მიმართულებით სტიქიის შედეგად დაზიანებულ ხიდ-ბოგირებს აღდგენითი სამაუშაოები ჩაუტარდა.  ზემო ტოლებში, სიხარულიძეების უბანში ხიდ-ბოგირთან ერთად, გაიჭრა და გაიწმინდა სანიაღვრე არხები ,ასევე 4 კილომეტრამდე გზა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167