პრეზიდენტი პატრიარქს: დიდება უფალს თქვენო უწმიდესობავ, რომ გვყავხართ

პრეზიდენტი პატრიარქს: დიდება უფალს თქვენო უწმიდესობავ, რომ გვყავხართ

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცეს.

"მაცხოვარი უმანკოდ შობილი და უმანკოდ ცხოვრების მაცხოვრებელი ჩვენი ცხოვრებისთვის, იმ ცოდვებისთვის, რომელიც მანამდე ჩაუდენია კაცობრიობას, რომელსაც მომავალში ჩაიდენდა კაციობრიობა, ამ ცოდვებისთვის ეწამა. ამ ცოდვებისთვის ბოლომდე ეწამა და შემდეგ სიყვარულით დაანგრია ჯოჯოხეთის კარი და ამით გვაჩენა პასუხი, რომ ნებისმიერ ძალაზე დიდია სიყვარულის ძალა, შენდობის ძალა. 

დიდება უფალს თქვენო უწმიდესობავ, რომ გვყავხართ და რეალურ ცხოვრებაში, როგორც ადამიანი და მოძღვარი ამ მაგალითის ძალით გვაძლევთ შესაძლებლობას გაუმკლავდეთ სირთულეებს ჩვენ ცხოვრებაში", - ასე მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქს შეხვედრის დროს.  

ცნობისთვის, სადღესასწაულო ტრაპეზს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრი გიორგი მარგველაშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. 

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

1 საათის წინ

"თბილისში მომადლებულად გვაქვს საქართველოს უცხოელ მეგობარ პოლიტიკოსთა ძეგლები და თუ ისტორიულ სამართლიანობას ვიცავთ - ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას!", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე. 

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237