პატრიარქი: სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის

პატრიარქი: სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის

"სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს", - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს  2017 წლის 16 აპრილის სააღდგომო ეპისტოლეში. 

"სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.

უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას", - ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

Google საქართველოს დროშით და მსოფლიოს პირველი პირების მილოცვა საქართველოს - დამოუკიდებლობის დღე

Google საქართველოს დროშით და მსოფლიოს პირველი პირების მილოცვა საქართველოს - დამოუკიდებლობის დღე

41 წუთის წინ

წელს, საქართველო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავს. ამ დღეს, საქართველოსთან ერთად, მთელი მსოფლიო ეხმაურება. Google-ის მთავარ გვერდზე საქართველოს დროშა და მთებია გამოსახული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237