პატრიარქი:ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს

პატრიარქი:ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს

"დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს; მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით  არის შესაძლებელი" - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში.

"ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან გვეუფლება  საკუთარი უღირესების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით.  ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება  და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება.

და როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენც მხოლოდ ქრისტეს მადლითა და  ძალით აღვსილთ ძალგვიძს მათი დამარცხება. ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს აღდგომა და ამაღლება.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: თუ მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა, რატომღა არსებობს იგი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში?

შეგახსენებთ, რომ აღდგომილი ქრისტე  იწოდება როგორც  ,,მეორე ადამად,“ ისე ,,პირმშოდ შესვენებულთა“, რადგან გარადაცვლილთა შორის  პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამადე. ყველა ჩვენგანი კი  მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღვდგებით უხრწნელი სხეულით;  მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე.

საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადაგან აღარც მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო  ხვედრს განიკუთვნებს,- მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსალიმის  სახდასხვა სავანეში, ცოდვილნი, – მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში.

ხოლო ვიდრე ეს ჟამი დამდგარა, ჯოჯოხეთში მყოფ გარდაცვლილთა მდგომარეობის შეცვლა, ღვთის მოწყალებით, კიდევ არის შესაძლებელი. მათ  თავისი თავისთვის არაფრის გაკეთება არ ძალუძთ, მაგრამ ეკლესიის მეოხება,  ახლობელთა მხურვალე ლოცვა და მათ სახელზე აღსრულებული ქველისსაქმენი, თვით ჯოჯოხეთიდანაც იხსნის იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც სინანულით აღესრულნენ,  თუმც კი  საქმით ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის ნაყოფი. ასეთნი გამოხსნადნი არიან და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათთვის.

რაც შეეხება ცხონებულთა მდგომარეობას, მართალია, ისინი ზეცად ნეტარებენ, მაგრამ თავისი რწმენისა და ღვაწლის სრულ  საზღაურს  ისინიც  მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მიიღებენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის  შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

13 წუთის წინ

  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დადგინდა, რომ  სამ შემთხვევაში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში,  ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში,  4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167