პრემიერი:"დარიალი ჰესის" პროექტის განხორციელებისას გარემოსდაცვითი სტანდარტები დაცული იყო

პრემიერი:"დარიალი ჰესის" პროექტის განხორციელებისას გარემოსდაცვითი სტანდარტები დაცული იყო

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს უნიკალური ჰესია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში - ეს არის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოში აშენდა", - ამის შესახებ პრემიერმინსტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დარიალ ჰესის გახსნაზე განაცხადა.

"დარიალ ჰესი არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძვეელი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია  ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა  დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ.

ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება  უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში. 

„დარიალჰესის“ აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს „დარიალენერჯიში“ შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია. ეს არის ჰიდროენერგეტიკის სექტორში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა კომპანიას, ყველა მშენებელს, თითოეულ მუშას, ვისი შრომითა და თავდადებითაც დღეს ამ შედეგს მივაღწიეთ საკმაოდ რთულ პირობებში და გვაქვს  უპრეცედენტო ტექნიკური საშუალებებითა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრომექანიკური მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი ჰიდროელექტროსადგური.

აუცილებლად მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რამდენად კომპლექსურად მიუდგა მთავრობა ამ მშენებლობას. ეს პროექტი ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია. პროექტის განხორციელების მთელი ციკლის განმავლობაში სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომლის უმკაცრეს მონიტორინგს ახორციელებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები.  სწორედ ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდმივი  კონტროლის ქვეშ იყოს მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკული დონე და დროულად დაფიქსრდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესები. ამ სისტემამ უკვე წარმატებით იმუშავა და ჩვენ შევძელით არაერთი სიცოცხლის გადარჩენა. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც გვქონდა ძალიან რთულ იპერიოდი, დევდორაკის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა გზა გარკვეული პერიოდით, ამ კომპანიის სრული რესურსი - როგორც ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა იყო სახელმწიფო სინტერესებისთვის მობილიზებული. მინდა, ლაშა იორდანიშვილს პირადად გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რადგან ეს იყო კერძო სექტორიშ მხრიდან სახელმწიფ ოინტერესების მხარდაჭერის უპრეცენდენტო მაგალითი.

„დარიალჰესის“ პროექტს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, - ამ პროექტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაწყებულია 200 ჰექტრამდე ტყის გაშენება. აქ ირგვება გარემოსთან ყველაზე თავსებადი ადგილობრივი ხის სახეობები. ტყის განაშენიანების დასრულება დაგეგმილია 2021 წლისათვის. მხოლოდ ამ პროექტის ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, უკვე გაკეთებულია თევზსავალი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მდინარე თერგის ბიომრავალფეროვნება.

უნდა აღინიშნოს „დარიალჰესის“ მდებარეობის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ენერგორუკაზე. ამ ჰესის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

საინჟინრო თვალსაზრისით ეს გახლავთ ყველაზე რთული ნაგებობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა. აქ აშენებულია საინჟინრო თვალსაზრისით ძალიან რთულად ასაშენებელი ხუთი გვირაბი - 5,5 კმ-იანი, 500 მ-იანი, ორი - 300 მ-იანი და ერთი - 150მ-იანი, რაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია და მინდა, მშენებლებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

მინდა მადლ ობაგადავუხადო ამერიკელ პარტნიორებს და ევრობანკს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცენდენტოდ აქტიური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. გილოცავთ ამ ძალიან დიდ დღეს და გისურვებთ არაერთ ასეთ წარმატეებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ზაზა პაპუაშვილი ნინო ჟიჟილაშვილს: რაც ვილაპარაკე, მაინც ვერ გაიგეთ

ზაზა პაპუაშვილი ნინო ჟიჟილაშვილს: რაც ვილაპარაკე, მაინც ვერ გაიგეთ

7 წუთის წინ

პაპუაშვილმა ეს განცხადება გადაცემის წამყვანის იმ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მან იკითხა: მმართველ პარტიას არ ეთანხმებით, რომ ფორმატებშია ერთადერთი გზა დეოკუპაციის პროცესში და მარტო პირდაპირ საუბარშია გზა და თქვენთვის რომ...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088