ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურში რებილიტირებული კულტურის ცენტრი დაათვალიერა

ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურში რებილიტირებული კულტურის ცენტრი დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეწვია და დაბა ხელვაჩაურში რებილიტირებული კულტურის ცენტრი დაათვალიერა. ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადილ ვარშანიძემ მიაწოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. 


2016 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლში დამამთავრებელ ეტაპზეა, დარჩენილია სცენის მოწყობის, განათებისა და ინვენტარით აღჭურვის სამუშაოები.

კულტურის სახლის ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მოეწყო პანდუსები და დამონტაჟდა ლიფტი. შენობა შეფუთულია მინით. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელზეა გათვლილი.

სარემონტო სამუშაოებზე, პროექტის თანახმად, 837 555 ლარი დაიხარჯა.

შენობის რეაბილიტაციის პროცესში 50-მდე ადგილობრივი კადრი იყო დასაქმებული.

ახალი კულტურის ცენტრში სცენასთან ერთად მოწყობილია საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების ჩატარებას და პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ბიუჯეტით, 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ლოკაციაზე 17 კულტურის სახლის რებილიტაცია ჩატარდა. მიმდინარეობს ასევე ახალშენის კულტურის სახლის სარეაბილიტაციოა სამუშაოები, სადაც 600 ადამიანზე გათვლილი დარბაზია განთავსებული. შენობაში ნახევარი საუკუნეა სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

31 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212