ჯეჯელავა: პროფესიულ კოლეჯებში 150-ზე მეტი სპეციალობის სწავლა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი

ჯეჯელავა: პროფესიულ კოლეჯებში 150-ზე მეტი სპეციალობის სწავლა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "დღის შოუში" საუბრობს პროფესიულ სასწავლებლებზე, როგორც მინისტრი აცხადებს პროფესიულ სასწავლელებში 150-ზე მეტი სპეციალობა ისწავლება, რომელიც სრულიად უფასო და ხელმისაწვდომია, მათთვისაც კი ვისაც სრული სასკოლო განათლება არ აქვს. 

"ახლა მიმდინარეობს ზუსტად რეგისტრაცია პროფესიულ  კოლეჯებში, 150-ზე მეტი სპეციალობაა. ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ ადამიანმა რომ ვერ იპოვოს სათავისო პროფესია, შეუძლებელია.  თან არის სრულიად უფასო და აღჭურვილია ხშირ შემთხვევაში უმაღლლეს სასწავლებლებზე უკეთესად. ტექნიკური ბაზა, უნიფორმები, ყველა კოლეჯშია. 

მიღება არის ეროვნულ გამოცდებთან შედარებით გაცილებით მარტივი ტესტირებით უნარებში. იმ პროფესიის შესაბამისი. ავტომექანიკოსი, ელექტრიკოს, პროგრამისტი, ნოტარიუსის თანაშემწე, ექთანი, ტანსაცმლის დიზაინერი, მკერავი, ძალიან დიდია ეს ჩამონათვალი. 

საჭიროა მხოლოდ საბაზისო განათლება, ანუ მეცხრე კლასის ჩათვლით. ზოგისთვის სრული სასკოლო განათლებაა საჭირო. დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულ სასწავლებლებს აქვს გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე უმაღლეს განათლებას, თან წარმოიდგინეთ უმაღლესი განათლების დასაქმების მაჩვენებელში იმასაც ვანგარიშობთ არასპეციალობით რომ დასაქმედა", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

2 წუთის წინ

პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში რიგგარეშე სხდომა 20 ივნისს გაიმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.  პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186