ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმებიან

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმებიან

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობისა და მედიაგარემოს მიმართულებით მიღწეულ პროგრესს მიესალმებიან, - ამის შესახებ ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

"მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცეს და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.

საუბრისას, აქცენტი გაკეთდა მონიტორინგის ფაზიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე საქართველოს გადასვლის საკითხზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას იმსახურებს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრნენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341