ვლადიმირ ვაისი: ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა

ვლადიმირ ვაისი: ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი აცხადებს, რომ იმ 11 ფეხბურთელიდან, რომელიც დღეს სერბეთის წინააღმდეგ მინდორზე გამოვიდა, მისი დავალება მხოლოდ 6-მა ფეხბურთელმა შეასრულა და ითამაშა ისე, როგორც შეეძლო, დანარჩენებმა კი ცუდად ითამაშეს.

„სამწუხაროდ, ისტორია მეორდება. ვუშვებთ იდენტურ შეცდომებს. ვერ ვიყენებთ ხელსაყრელ მომენტებს. 1:0-ზე ყაზაიშვილს რომ გაეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა. სერბეთმა მეორე ტაიმში კლასი გამოავლინა. სამჯერ დაარტყეს და სამივე გაიტანეს. ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგრამ ვეღარ გავუწიეთ წინააღმდეგობა. ფეხბურთელებმა ვერ აჩვენეს ის, რაც შეუძლიათ. 6 მოთამაშებ ითამაშა ისე, როგორც შეუძლია. 5-მა კი - ვერა. ასე შეუძლებელია კარგი გუნდის შექმნა და მოგება“, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა, სერბეთთან, შინ 1:3 წააგო და ამ დრომდე მოუგებელია.

საფრანგეთმა ბასტილიის აღების დღის ზეიმი რუსეთში "ლუჟნიკების" აღებით დაასრულა (ვიდეო)

საფრანგეთმა ბასტილიის აღების დღის ზეიმი რუსეთში "ლუჟნიკების" აღებით დაასრულა (ვიდეო)

9 საათის წინ

ტრიმფალური თაღი და ეიფელის კოშკი "ლურჯების" ("ლურჯები" და "სამფეროვნები" ფრანგ ფეხბურთელთა მეტსახელებია - აიპრესი) საპატივცემულოდ განათდა. ეიფელის კოშკი სამფეროვანი დროშის ფერებით და ორი ვარსკვლავით, ნიშნად საფრანგეთის 1998 და 2018 წლების...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040