ტერეზა მეი: ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი ბრიტანეთის მოქალაქეა

ტერეზა მეი: ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი ბრიტანეთის მოქალაქეა

ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი ბრიტანეთის მოქალაქეა,-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მაგრამ ჩვენი სამუშაო ვერსიაა, რომ იგი ისლამური იდეოლოგიის წახალისებით მოქმედებდა", - განაცხადა მეიმ. მისი თქმით, თავდამსხმელი ბრიტანეთში დაიბადა და ექსტრემისტულ საქმიანობაში იყო ეჭვმიტანილი. როგორც მეი აცხადებს, რამდენიმე წლის წინ კონტრდაზვერვის სამსახური MI5 ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილ პირთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებდა, თუმცა ძალოვან უწყებებს თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა არ დაუსახელებია.

როგორც სააგენტო Reuters წერს, თავდამსხმელის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

The Independent-ის ცნობით, მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ლონდონში პარლამენტის შენობასთან თავდასხმები განახორციელა, აბუ იზადინია. მისი ყოფილი სახელია- ტრევორ ბრუქსი. გამოცემის თანახმად, მან ადრე ტერორისტებთან კავშირის გამო სასჯელი მოიხადა.

კერძოდ, მას ტერორისტული აქტების წაქეზებისა და მათი განდიდებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, როგორც The Independent წერს, თავდამსხმელს YouTube- ზე საკუთარი არხი აქვს, სადაც ვიდეოებს აქვეყნებს.

გავრცელებულ ვიდეოში იგი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს „მოღალატეებს“ უწოდებს და „პოლიციელების“ მოკვლის ინიციატივით გამოდის. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია მას რადიკალური შეხედულებების გამო აკვირდებიან.

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

11 საათის წინ

თვალებახვეულ აკრობატს თავისი პარტნიორი ხელით ეჭირა და სხვადასხვა ნომრებს ასრულებდა. თუმცა, მოულოდნელად, აკრობატი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა, სადაც იმპროვიზირებული ცეცხლი ენთო. გოგონა წამოდგა და თქვა, რომ ის ნომერს კვლავ გაიმეორებდა, მაგრამ...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072