იდა ბახტურიძე: საქართველოში ქალებს რეალიზების შესაძლებლობები ბავშვობიდან ეზღუდებათ

იდა ბახტურიძე: საქართველოში ქალებს რეალიზების შესაძლებლობები ბავშვობიდან ეზღუდებათ

"დღეს, ქალებს საქართველოში რეალიზების სფეროები აქვთ შეზღუდული. რეალიზების შესაძლებლობები ქალებს ბავშვობიდან ეზღუდებათ. საერთოდ ნათქვამია, როდესაც იგებენ უკვე სქესს, ჩანასახშივე ხდება ქალის ჩაგვრა",- ამის შესახებ "ქალთა მოძრაობა"-ს წევრმა იდა ბახტურიძემ გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა.   

"მაგალითად, როდესაც ბავშვი იზრდება და სოციალიზაციას გადის, იწყება ვინ როგორ უნდა მოიქცეს. კაცი წახალისებულია, რომ იყოს აქტიური, აგრესიული, მომთხოვნი, მათ შორის ძალადობრივად მოითხოვოს რაღაცეები.

ქალის შემთხვევაში კი პირიქით, ის მუდმივად უნდა ითმენდეს და ელოდებოდეს. ეს არის ის მოცემულობები, რაც შემდეგში ზრდის სხვადასხვა შესაძლებლობებს. მათ შორის გვისაზღვრავენ ვინ, რომელ სფეროში უნდა მოღვაწეობდეს და ვიღებდეთ განათლებას. პოლიტიკა და ის სფერო, სადაც მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ არის ქალების სფერო", - განაცხადა იდა ბახდტურიძემ. 

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

1 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212