გურჯაანში სპორტკომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა

გურჯაანში სპორტკომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო გახსნას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, კახეთის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმაართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ასეთი მასშტაბის სპორტკომპლექსი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს.
„ეს არის რეგიონში პირველი სრულყოფილი სპორტკომპლექსი. აქ, გარდა საცურაო აუზისა, არის კალათბურთის, მინიფეხბურთის, ფრენბურთის და სხვა დარბაზები. გახსნის დღისათვის უკვე 200 ბენეფიციარია დარეგისტრირებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ზრდა კიდევ იქნება. ეს არის პროექტი, რომელიც უნდა მოემსახუროს ახალგაზრდა თაობის ჯანსაღ სულიერ და ფიზიკურ აღზრდას. “

„ფაქტიურად შენობა სრული დატვირთვით არ ფუნქციონირებდა. გაიხსნა როგორც აუზი, ასევე სხვა სპორტული წრეები. დიდი მხარდაჭერა გვაქვს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან, რომ აქტიურად განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა.“-აღნიშნა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

სტუმრებმა დაათვალიერეს განახლებული სპორტკომპლექსი და მისი მუშაობის პორცესსა და პირობებს გაეცნენ.

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

6 საათის წინ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები, ადასტურებს,რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. ,, თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212