გიორგი აბაშიშვილი: არავის ვურჩევ თქვას, რომ მონოპოლია აქვს ჭეშმარიტებაზე

გიორგი აბაშიშვილი: არავის ვურჩევ თქვას, რომ მონოპოლია აქვს ჭეშმარიტებაზე

"გასაგებია, და ადრე თქმულა, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ რატომ გვჭირდება ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რეალურად მივიღოთ კარგი კანონები დისკუსიის შედეგად",- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა "რუსთავი 2"-თან პრეზიდენტის მიერ ე.წ მოსმენების კანონზე ვეტოს დადების თემაზე საუბრისას განაცხადა. 

"გასაგებია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ მიიღო ქართულმა ოცნებამ, გასაგებია, რომ 76 ხმას ადრე კოალიციურად აგროვებდა და ახლა მარტო შეუძლია ამის მოგროვება, გასაგებია, და ადრე თქმულა, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ რატომ გვჭირდება ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რეალურად მივიღოთ კარგი კანონები დისკუსიის შედეგად. ჩვენ ხომ არსდროს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ მართლები? ჩვე ყოველთვის ვამბობთ, რომ მოდით, ვისაუბროთ, იქნებ ჩვენ ვცდებით, გვითხარით. შევაჯეროთ და მივიღოთ უკეთესი კანონი და არა ისე, რომ ცალმხრივად მიირებოდეს გადაწყვეტილებები.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ მონოპოლია გვაქვს ჭეშმარიტებაზე, მაგრამ არავის ვურჩევ თქვას, რომ მონოპოლია აქვს ჭეშმარიტებაზე",- განაცხადა აბაშიშვილმა. 

კალაძე: არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი

კალაძე: არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი

5 წუთის წინ

"მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული. კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237