ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ფართის განაწილება იწყება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ფართის განაწილება იწყება

თამარის დასახლებაში, ახლადდასრულებულ სოციალურ სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის განაწილება იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებას 20 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

"განცხადების შევსებისათვის აუცილებელია წარმოადგინოთ:

1. გეოლოგიური დასკვნა;

2. ოჯახის ყველა წევრის პირადობის დამადასატურებელი დოკუმენტაცია;
აუცილებელია განმცხადებლის ოჯახი დარეგისტრირებული იყოს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტეტიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ( მისამართი: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. N119).
ბაზაში დასარეგისტრირებლად უნდა იქონიოთ:• გეოლოგიური დასკვნა;

• ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

• ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ელექტრონული ბაზიდან;

ოჯახში მძიმედ დაავადებული წევრი/წევრების არსებობის შემთხვევაში:

 მუდმივად მწოლიარე;
 ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა;
 ონკოლოგიური დაავადება;
უნდა არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო ფორმა NIV-100/ა.

• ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები, უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით.

• მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა).

• ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა)."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

6 საათის წინ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები, ადასტურებს,რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. ,, თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212