ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკურმა ჯგუფებმა შემომთავაზეს, რომ თბილისის მერად ვიყარო კენჭი

ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკურმა ჯგუფებმა შემომთავაზეს, რომ თბილისის მერად ვიყარო კენჭი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იყრის კენჭს, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

ელისაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ პოლიტიკურის ჯგუფებისგან აქვს შეთავაზება, რომ დედაქალაქის მერად საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, თუმცა, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამბობს, რომ შეთავაზება სხვა პოზიციებზეც აქვს. კონკრეტულად ვინ მართავს მასთან კონსულტაციებს, ამ საკითხზე საკრებულოს დეპუტატი ჯერ არ საუბრობს.

„დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ როგორ, მერობის კანდიდატი ვიქნები თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ამაზე ზუსტი პოზიცია ჯერ არ მაქვს ჩამოყალიბებული.

ჩემთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შემოთავაზებები არის, მათ შორის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. თუმცა, მე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ მაქვს. ნარმანიასა და ვიღაც თავქარიანებისგან განსხვავებით, მე სავარძელს ასე არ ვუყურებ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ იმ საქმეს უნდა შევეჭიდო, რისი შესაძლებლობაც მაქვს. გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით ვუყურებ. მოლაპარაკებებს, სხვადასხვა ჯგუფები აწარმოებენ. არა ერთი, არამედ რამდენიმე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, კონსულტაციები „რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთანაც“ ხომ არ აქვს? - ელისაშვილი ასე პასუხობს:

„ახლა ამ დეტალებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

შეგახსენებთ, კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერად იყაროს კენჭი. არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს მასთან „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ აწარმოებენ.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237