უკრაინის მხრიდან ბელარუსის ტერიტორიაზე უცნობმა ავტომობილმა შეჭრა სცადა

უკრაინის მხრიდან ბელარუსის ტერიტორიაზე უცნობმა ავტომობილმა შეჭრა სცადა

ბელარუსში, უკრაინის მხრიდან უცნობი ავტომობილი ცდილობდა შეღწევას. მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ, ცეცხლი გაეხსნათ. ავტომობილში პისტოლეტი "ტეტე" და კიდევ პისტოლეტის მსგავსი საგანი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ tut.by წერს.

"ავტომობილის გაჩერების მიზნით, მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. დაკავებულია ორი ადამიანი, მათი ვინაობა დგინდება. ავტომობილში შესაძლოა კიდევ ერთი პიროვნება ყოფილიყო, რომელიც იძებნება.

ავტომობილის გარე დათვალიერების შედეგად ნაპოვნია "ტეტეს" მარკის პისტოლეტი და აგრეთვე კიდევ ერთი ნივთი, რომელიც გარეგნულად ტროტილსა და ელექტროდეტონატორს ჰგავს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

4 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212