გოგონათა შორის დარბაზის ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

გოგონათა შორის დარბაზის ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

გოგონათა შორის, დარბაზის ფეხბურთის ფინალს ზესტაფონის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და ტურნირის ჩემპიონის ტიტული გურიის გოგონათა გუნდმა დაისაკუთრა.

მეორე და მესამე ადგილებზე, ხაშურისა და ქობულეთის გუნდები გავიდნენ. 

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ხაშურელმა ფეხბურთელმა - ირმა ლომიძემ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მეკარე - თათია გაბუნია და ბომბარდირი - ნათია წოწერია გურიიდან დასახელდნენ. 

ტურნირმა სტარტი 13 მარტს აიღო და მასშიც წალენჯიხის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ლანჩხუთისა და აბაშის გუნდები მონაწილეობდნენ.

ევროპის ლიგაზე "სამტრედია" კანკავას და კვეკვესკირის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

ევროპის ლიგაზე "სამტრედია" კანკავას და კვეკვესკირის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

19 საათის წინ

წილისყრაზე, ქართული გუნდებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამო" იყო, რომელსაც მეტოქედ სლოვაკური "დუნაისკა სტრედა" შეხვდა. თბილისელები, პირველ დაპირისპირებას, სლოვაკეთში, 12 ივლისს გამართავენ, ხოლო 19 ივლისს, განმეორებითი მატჩი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172