მემორანდუმი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თემაზე

მემორანდუმი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თემაზე

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და შვედეთის რადიაციულ მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთანამშრომობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და შვედეთის რადიაციულ მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შვედეთის მხარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს გაუზიარებს გამოცდილებას მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით. ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, იგეგმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების მხარდაჭერა, კერძოდ განხორციელდება საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების/წყაროების აღწერა-შეფასება მათი შემდგომში გადამუშავების და უსაფრთხოდ შენახვის მიზნით. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი სტოკჰოლმში გამართული ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა, ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობა მიიღო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში მალხაზ კაკაბაძემ.

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212