საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

2017 წლის 20 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. სს "კრედო ბანკი" საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (ყოფილი სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო").

კრედოს 2014 წლიდან ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და წარმოდგენილია ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.

თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სს "კრედო ბანკის" 62 ფილიალი მუშაობს. კომპანიის მთავარი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა და ზოგადად, საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაა. სს "კრედო ბანკის" საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-10 პოზიციას დაიკავებს.

ვითიბი ბანკმა  სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

10 საათის წინ

წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 16,4%-დან - 17%-მდე). აქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააერთიანოს სესხები, შეიმციროს შენატანი და გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ. აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212