ქუმსიშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს სრულად უჭერს მხარს

ქუმსიშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს სრულად უჭერს მხარს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მისიის დონეზე, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი პროგრამის დაწყებაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას.  

„ეს არის ის გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ; ჩვენ მოვინდომეთ; ჩვენ გავაკეთეთ მისი დეკლარირება; ჩვენ შევპირდით ჩვენს ამომრჩეველს და რაც მთავარია, ჩვენ თავად ვართ დარწმუნებული მის აღსრულებაზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

„სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალუტო ფონდი და საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად უჭერს მხარს იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ქვეყაანში ტარდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

10 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186