იაპონიამ კურილიის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა

იაპონიამ კურილიის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა

იაპონიის თავდაცვის სამინისტრო კურილიის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდით შეშფოთებულია. სააგენტო Kiodo-ს ცნობით, ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ტომამი ინადამ თავის რუს კოლეგა, სერგეი შოიგუსთან ტოკიოში შეხვედრისას განაცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, იაპონიაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა რეგიონის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

შეხვედრისას ინადა და შოიგუ შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება. მხარეები ასევე იმედოვნებენ, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები გადაიჭრება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი 2017 წელს კურილიის კუნძულებზე სამხედრო დივიზიის განლაგებას გეგმავდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ, იაპონიის მთავრობამ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. იაპონიის მთავრობის განცხადებით, კურილიის კუნძულებზე რუსული არმიის გაძლიერება იაპონური მხარის პოზიციისთვის "შეუთავსებელია".

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

2 საათის წინ

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, სონ კიმმა სამიტის მომზადების გზამკვლევი გაიხსენა. როგორც გამოცემა წერს, მან უკვე გადალახა საზღვარი და გეგმავს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩჰვე სონ ჰის შეხვდეს. სონ კიმი და ჩჰვე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237