დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იცვლება ამორტიზებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია რკინის კონსტრუქციით იღობება, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით იცვლება.

რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე, სკვერებში. დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 და მე-17 კორპუსებთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორია სრულად ახლდება და რეაბილიტაციის შემდგომ ახალი სანაგვე ურნები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. 

საგზაო სამუშაოები ბელიაშვილის N40-ში მიმდინარეობს, სადაც დევნილთა კომპაქტური დასახლებაა. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება.

 

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა, პარლამენტის დიღმის მაჟორიტარ დეპუტატ ილია წულაიასთან ერთად, დაათვალიერა.

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

5 წუთის წინ

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186