ცხოვრების ღირებულების მიხედვით, საქართველო ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულშია

ცხოვრების ღირებულების მიხედვით, საქართველო ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულშია

ცხოვრების ღირებულების მიხედვით, საქართველო ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულშია და ის მერვე ადგილს იკავებს. მისი ინდექსი რუკაზე 18. 36 შეადგენს,-ამის შესახებ Numbeo-ს რეიტინგის შედეგებშია აღნიშნული.

საქართველოს უსწრებს უკრაინა, რომელსაც 18.14 ქულა აქვს. 

კომპანიის მიერ შედგენილი ინფოგრაფიკა მსოფლიოს ქვეყნებში ცხოვრების ღირებულებას ასახავს. რუკები Movehub-მა შექმნა. კომპანია ეხმარება ხალხს საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ვითარებას გაეცნონ და გაიგონ სურსათის, ტრანსპორტირების, რესტორნების, კომუნალური გადასახადების და სხვა სფეროს სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI).

წარმოდგენილ გრაფიკაში მუქი წითელი ფერით ის ქვეყნებია აღნიშნული, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია, ხოლო მუქი მწვანით ის ქვეყნები, სადაც ცხოვრების ღირებულების ინდექსით ფასები დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ სან ფრანცისკოსა და ნიუ-იორკის მოქალაქეები იჯარის მაღალ გადასახადს უჩივიან, აშშ ფაქტობრივად, ცხოვრების ღირებულების მიხედვით, საკმაოდ ხელმისაწვდომია. ბერმუდის კუნძულები მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქვეყანაა და ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

მომდევნო პოზიციაზეა შვეიცარია, ჰონკონგი, ისლანდია, სინგაპური, ბაჰამის კუნძულები, გაერთიანებული არაბული ემირატები, კატარი, ლუქსემბურგი, ვირჯინიის კუნძულები, ავსტრალია, დანია, ირლანდია და აშშ.

რეიტინგის თანახმად, ეგვიპტე ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგშია. მომდევნო ადგილს იკავებს ინდოეთი, პაკისტანი, ნეპალი, სირია, ტუნისი, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, მაკედონია, მექსიკა, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ალჟირი და უგანდა.

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

1 საათის წინ

დღეს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდე"  დასკვნითი სხდომა გაიმართება. 2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319