ბოკუჩავა: "ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა ბათუმის აქციის მშვიდობიან ფაზას

ბოკუჩავა: "ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა ბათუმის აქციის მშვიდობიან ფაზას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინათინ ბოკუჩავას განმარტებით, პარტიის წარმომადგენლებმა ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების დროს აქციას სოლიდარობა მაშინ გამოუცხადეს, როდესაც მას ჯერ კიდევ მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა. როგორც ბოკუჩავამ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, მიიჩნევს, სოლიდარობის გამოცხადება მათი პირადი პასუხისმგებლობა იყო. 

"ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა იმ პირველ ფაზას, რომელიც იყო მშვიდობიანი. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომელიც გამოხატავდა აჭარლების უკმაყოფილებას ხელისუფლებისადმი, რაც სრულიად გასაგებია და ვფიქრობ, ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ წავართმევთ ამის უფლებას. ვფიქრობ, პირდაპირ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებში გვერდით დავუდგეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მოსახლეობას. 

ვფიქრობ, ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, როგორც ყოველთვის ყველაზე მეტად ვჩანვართ. ვართ ასეთი ტიპის აქტივობების ავანგარდში და ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ, მაგრამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ იყო ერთადერთი ძალა, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა მშვიდობიან მოსახლეობას. ",- განაცხადა ბოკუჩავამ. 

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151