CERT.GE-ის მენეჯერი: არ გახსნათ facebook-ზე უცხო ბმულები, ნუ გახდებით ე.წ ფიშინგის მსხვერპლი

CERT.GE-ის მენეჯერი: არ გახსნათ facebook-ზე უცხო ბმულები, ნუ გახდებით ე.წ ფიშინგის მსხვერპლი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის CERT.GE-ის მენეჯერი, დავით ქვათაძე სოციალურ ქსელ facebook-ის მომხმარებლებს ურჩევს, პირადი ანგარიშის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინონ, მათ შორის დააყენონ რთული და კომპლექსური პაროლი, არ გახსნან უცნობი ბმულები და არ გახდნენ ე.წ ფიშინგის მსხვერპლი,-ამის შესახებ მან „აიპრესს“ განუცხადა.

„ჩვენი, როგორც სააგენტოს რეკომენდაციაა ის, რომ გამოიყენეთ კომპლექსური და დიდი პაროლები, ასევე არ გახსნათ უცხო ბმულები, დააკვირდით, რომ არ გახდეთ ე.წ ფიშინგის მსხვერპლი. ხშირად სოციალურ ქსელ facebook-ის მომხმარებელს ტეხავენ, რომელიც ე.წ ფიშინგის სახელითაა ცნობილი. ასევე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, თუ რომელ ვებგვერდზე შეგვყავს მომხმარებლის სახელი და პაროლი“,-განაცხადა მან.

როგორც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის CERT.GE-ის მენეჯერი განმარტავს, 2008 წლის ომის დროს 100-ზე მეტ ქართულ ვებგვერდზე მოხდა კიბერთავდასხმა, თუმცა დავით ქვათაძის თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველომ კიბერუსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციაში ქსელური სენსორები გვაქვს, სადაც ორგანიზაციის ქსელის ანალიზი ხდება. მისი საშუალებით დგინდება, არის თუ არა კონკრეტულ ქსელში რაიმე ინფიცირება, ამის შემდგომ მათ რეკომენდაციების სახით მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა აღმოფხვრან კონკრეტული პრობლემები. ასევე, რაც 2008 წლის კიბერ-ომის პრეზენტაციაში აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში 100-ზე მეტი ქართული ვებგვერდი გატყდა. გვაქვს ასევე უფასო სერვისი, რომელიც სამთავრობო სექტორს და მათ ვებგვერდებს საშუალებას აძლევს, რომ მათი საიტები შემოწმდეს. ეს გახლავთ შეღწევადობის ტესტირება ვებაპლიკაციებზე, ანუ ყველა სამთავრობო ვებგვერდი შეიძლება შემოწმდეს ჩვენი ხელსაწყოების მეშვეობით, თუ რა თქმა უნდა, კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან ამის თანხმობა იქნება. ამის შემდგომ უკვე დგინდება დეტალური ანგარიში, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული სისუსტის აღმოფხვრა და ასევე მათ ამისთვის რეკომენდაციები ეძლევათ, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში ვებაპლიკაციების უსაფრთხოდ შექმნა და პროგრამირება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტების გაზიარება, რომ ვიცოდეთ რომელ ინტერნეტსერვის პროვაიდერში ვინ არის პასუხისმგებელი პირი. ასევე გვაქვს კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც წელიწადში 3-ჯერ იმართება. ამ ფორუმში გაწევრიანებულია ქსელისა და სისტემური ადმინისტრატორები. განვიხილავთ თუ რა პრობლემებია მათ ორგანიზაციაში და საერთოდ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ქვეყანას კიბერუსაფრთოების მხრივ.

ასევე აქტიურად ვართ ჩართული კიბერუსაფრთხოების პოპულარიზაციაში, ვატარებთ ყოველწლიურად კიბეროლიმპიადას, ტრენინგებს კრიტიკული ინფორმაციული სისტემებისთვის, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყოველდღიურად ვიღებთ მათგან ინფორმაციას, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომელი საიტია დაინფიცირებული, რომელ ვებგვერდზე ხდება სკანირება, სისტემაში შეღწევა და ასე შემდეგ. პრევენციის სახით გვაქვს შეღწევადიბის ტესტის სერვისი.

სამთავრობო ორგანიზაციებს უფასოდ ვთავაზობთ, რომ გავაკეთებთ ე.წ ვებაპლიკაციის ტექსტს, რის შემდეგაც დეტალურ ანგარიშს ვაძლევთ რა პრობლემებია მათ გვერდზე და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის. ასევე გვაქვს ვებგვერდების შემოწმების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი სერვისი ყოველდღიურად ამოწმებს ყველა სამთავრობო საიტს და ასევე top.ge-ზე განთავსებულ პირველ 200 გვერდს და თუ იქ რაიმე სისუსტე აღმოჩნდება, ჩვენი სპეციალისტები ინტენსიურად უგზავნიან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ამის შესახებ ინფორმაციას ვებვერდის მფლობელს და აძლევენ რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას კონკრეტული პრობლემა“,-აცხადებს ქვათაძე.

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

1 საათის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151