ზაზა გაბუნია: ბათუმის მოვლენებს დესტაბილიზაციის სუნი ასდიოდა

ზაზა გაბუნია: ბათუმის მოვლენებს დესტაბილიზაციის სუნი ასდიოდა

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისეთი მოვლენების შეფასება გვიწევს, რომელსაც დესტაბილიზაციის სუნი ასდიოდა. დაგეგმვისა და პროვოცირებულის ელფერი დაჰკრავდა. აქვს ეს ნიშნებიც",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ "იმედის" ეთერში ბათუმის მოვლენებზე საუბსრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" ჩართულობა ეტყობოდა. 

"სამწუხაროდ, ეს არის ნამდვილად "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი. ადამიაების, რომლებიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მუდმივად აანონსებდნენ, რომ არჩევნების გზით ვერ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში. საჭირო იყო ესკალაცია, ხალხის გამოყვანა, საუბრობდნენ იმაზეც, რომ აჯანყებით უნდა განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება. 

სამწუხაროდ, ეს არის არამარტო ერთი ხდომილება 11-12 მარტის, არამედ ეს არის მათი დღის წესრიგი. ჩვენი განვითარების გეგმის რელსებიდან გადასვლა",- განაცხადა გაბუნიამ. 

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151