ტონი ბლერი პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის

ტონი ბლერი პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტონი ბლერმა "გლობალური ცვლილებების ინსტიტუტის" შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც შემაშინებელი ავტორიტარული პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, რომელიც, ყოფილი პრემიერის მოსაზრებით, დასავლეთის რწმენას დემოკრატიაში არყევს.

ბლერის თქმით, მისი ინსტიტუტი არ იქნება მხოლოდ საკვლევი ცენტრი. მისი ერთ-ერთი მიზანი, მოწინავე პოლიტიკური სტრატეგების სწავლება იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს ცენტრისტული პოლიტიკური მოძრაობების რეკონსტრუქცია და როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც გლობალიზაციას ხელს უშლის.

Guardian-თან ინტერვიუში, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს პარტიის პროტოტიპის შექმნას და არც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში დაბრუნდება. ბლერის მოსაზრებით, მანამ, სანამ პოლიტიკური ცენტრი თავის ძალას არ აღიდგენს, პოპულიზმი განვითარებას გააგრძელებს.

"იქაც კი, სადაც პოპულიზმი არ იმარჯვებს, როგორც ჰოლანდიაში, იგი ადამიანებზე გავლენას მაინც ახდენს და იწვევს დისკუსიებს", - აცხადებს ბლერი.

ტონი ბლერი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1997 წლიდან 2007 წლამდე იყო. 1994 წლიდან 2007 წლამდე კი იგი მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტიის ლიდერიც გახლდათ.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151