რომან გოცირიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა

რომან გოცირიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა. როგორც რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ასეულობით მილიონი ლარი წყალში გადაიყარა და მრავალი წელი დაიკარგა.

"მთავრობა ახალი მოდელის ძიებაშია, რასაც მოჰყვება გაურკვევლობისა და გარდამავლობის პერიოდი, რომელიც მძიმედ დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ნორმალურ ქვეყანაში მთავრობაც გადამდგარი იქნებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პასუხისმგებელი პირი კინწისკვრით გამოგდებული კაბინეტებიდან", - აცხადებს რომან გოცირიძე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვილელები შევა და ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. მიზნობრივ ჯგუფებს, მოზარდებს, დაბალი და არარეგულარული შემოსავლისა და 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო შემავლებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237