ალექსადნრე ჯეჯელავა: რუსეთის ქმედებებს დიპლომატიური არხებით ვებრძვით

ალექსადნრე ჯეჯელავა: რუსეთის ქმედებებს დიპლომატიური არხებით ვებრძვით

მესამე ვიცე-პრემიერი, ალექსადნრე ჯეჯელავა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველო მათ დიპლომატიური არხების საშუალებით ებრძვის. 

"ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო ვალედებულებების არშესრულებას. ჩვენ ცალსახად დიპლომატიური არხებით ვებრძვით ასეთ ამბებს",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საზენიტო დანადგარების გათავსების საკითხს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენებს. მისივე თქმით რუსეთის აგრესიული ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობას საჭიროებს. 

აფახაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი საზენიტო-სარაკეტო დანადგარების შეტანას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანების შესახებ ე.წ. შეთანხმების საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151