აჭარის სკოლებში მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები იწყება

აჭარის სკოლებში მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები იწყება

სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ-ერთი ღონისძიების - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”, განხორციელების ხელშეწყობას,- ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში.მემორანდუმის თანახმად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციას მიიღებენ ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს კერძო და საშუალო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეები.

პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა.დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორგანიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.

2016 წელს მომსახურებით ისარგებლა 32 681-მა ბენეფიციარმა.

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

6 საათის წინ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები, ადასტურებს,რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. ,, თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212