ახალი კალენდრის მიხედვით, "ოლ ბლექსმა" შესაძლოა თბილისში ითამაშოს

ახალი კალენდრის მიხედვით, "ოლ ბლექსმა" შესაძლოა თბილისში ითამაშოს

"ოლ ბლექსი" საქართველოსთან და მის მსგავს ქვეყნებთან უფრო რეგულარული თამაშით, მსოფლიო რაგბის ახალი ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა კალენდარში აღმოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ nzherald-ი წერს.

ახალი კალენდრის მიხედვით, ორი ნაციისთვის უფრო მაღალი რანგის მქონე ქვეყნების წინააღმდეგ უფრო მეტი თამაშია ივლისის თვეში ჩანიშნული, ისევე, როგორც ნოემბერში.

SANZAAR-ის ქვეყნები დათანხმდნენ ორი ქვეყნის მასპინძლობას ივლისის თვეში.

NZR-ის ხელმძღვანელმა სტივ ტიუმ Radio Sport Breakfast-ის ეთერში განაცხადა, რომ დასაშვებია, რომ „ოლ ბლექსმა“, მაგალითად, თბილისში ითამაშოს.

"რა თქმა უნდა, თამაშების საბოლოო განლაგება, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ კალენდრის დასასრულიდან 13 წლის მოშორებითაა. ასე, რომ რეალური ადგილმდებარეობა ამ თამაშებისა ჯერჯერობით განსაზღვრული არაა და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გვყავს დამწყები ქვეყნები. გერმანიამ დაამარცხა რუმინეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშზე, ასე, რომ არის რაღაც ცვლილებები, რომელიც სამყაროს იმ ნაწილში ხდება", - განაცხადა ტიუმ.

თემურ ფარცვანია უნგრეთში ითამაშებს

თემურ ფარცვანია უნგრეთში ითამაშებს

8 საათის წინ

"კისვარდა" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უნგრეთის უმაღლეს ლიგაში აღზევდება.  უნგრულ კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულებაზს ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა, რამდენიმე წუთის წინ კი "კისვარდამ" ეს ინფორმაცია...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319