ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მასტერკლასები გაიმართება

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მასტერკლასები გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრსა და ავსტრიულ-ქართულ თეატრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასებისა და შემოქმედებითი საღამოს შესახებ ბათუმის ხელოვნების ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი მაია იორელი 17-18 მარტს მასტერკლასებს გამართავს, ხოლო 21 მარტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე ხელოვნებისა და კულტურის დარგში, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი, ავსტრიულ – ქართული თეატრის პრეზიდენტი მაია იორელი (სასწრაფოშვილი) და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი გიორგი მიქელაძე.

 

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

4 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151