ქუცნაშვილი კვესიტაძეს: ხალხი დაისჯება არა კვესიტაძის რეცეპტით, არამედ მტკიცებულებების საფუძველზე

ქუცნაშვილი კვესიტაძეს: ხალხი დაისჯება არა კვესიტაძის რეცეპტით, არამედ მტკიცებულებების საფუძველზე

"რატომ არ არის ის ადამიანები დასჯილები, დაკავებულები, იდენტიფიცირებულები, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, მანქანები დაწვეს და ძალადობდნენ ქუჩებში", - ამ კითხვით მიმართა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუჩნაშვილს ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც დეპუტატმა უპასუხა რომ აუცილებლად დაიჯდებიან აქციის ორგანიზატორები. 

ქუცნაშვილი: დაისჯებიან ყველა, ეკა. ვისაც დაუდასტურდება სასამართლოზე. გეჩქარებათ ხალხის დასჯა? 

კვესიტაძე: ჩვენ გვეჩქარება დამნაშავეების გამოვლენა. 

ქუცნაშვილი: ხო და აბა რა გინდათ? დაისჯებიან, დამშვიდდით. ჩვენ არავის არ ვიჭერთ არც სოლიდარობისთვის არც ვერბალური მხარდაჭერისთვის, არც წაქეზებისთვის. 

კვესიტაძე: ვსაუბრობთ ჩვენ დამწვარ მანქანებზე, დაშავებულ ხალხზე. აფეთქებულ მოლოტოვის კოქტეილებზე. მე მაქვს კითხვა რატომ არ არიან დაკავებულები?

ქუცნაშვილი: რატომ არ არიან დაკავებულები ხომ მაგას კითხლობთ? ჰო და გპასუხობთ - დაიჯებიან. 

კვესიტაძე: ხო და როდის? რას ნიშნავს დაიჯებიან?

ქუცნაშვილი: არა ეკას და ზაქარიას რეცეპტით, არამედ დაისჯებიან სასამართლოს ვერდიქტით. მისაღებია პასუხი?

კვესიტაძე: არა. 

ქუცნაშვილი: თუ ზაქარიას და ეკას რეცეპტით უნდა დაისაჯონ?

კვესიტაძე: არა მე როგორც მოქალაქეს მაინტერესებს შსს-მ რატომ არ მოახდინა ამ პირების იდენტიფიცირება. დამნაშავეების დასჯა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. 

ქუცნაშვილი: მაშინ დაისჯებიან როცა მოხდება იდენტიფიკაცია, მტკიცებულებების შეგროვება, პასუხისგებაში მიცემა 

კვესიტაძე: პირდაპირ ეთერში ხდებოდა. უამრავი კამერა იყო ატონო ზაქარია. 

ქუცნაშვილი: მიზანი ის არის თქვენი რომ ყველა სწრაფად დაისაჯოს? მაგაზე დამშვიდდი დაისჯებიან. 

კვესიტაძე: 250 ლარი, ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ჯერ-ჯერობით დაკავებულ პირებს შეუფარდეს. 

ქუცნაშვილი: რატომ გამოგაქვთ ასე, პროკურორივით რატომ სმჯელობთ, მე გითხარით დაანებეთ ამ პროკურორობას თავი, ჟურნალისტი ხართ თქვენ. გვარამიას ხელი როგორ ყველას გეტყობათ სუყველა პროკურორობთ. რატომ უნდა დავიჭიროთ, იქნებ ამ 600 კაცში ამან მხოლოდ იხულიგნა?

კვესიტაძე: ის ვინ?

ქუცნაშვილი: ის 250 ლარიანი. 

კვესიტაძე: ჩვენ გთხოვთ დამნაშავეების დასჯას კანონის წინაშე.

ქუცნაშვილი: დაისჯებიან ეკა, დავმშვიდდეთ. დამნაშავეს გამოავლენს გამოძიება მისცემს პასუხისგებაში და სასამართლოს ვერდიქტით დაისჯებიან. ეკას ვერდიქტით არ დაისჯებიან. 

კვესიტაძე: მე ჩემი ვერდიქტით დასჯას არ ვითხოვ.

ქუცნაშვილი: ამიტომ დამშვიდდით დაისჯებიან ყველანი.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212