ევროკავშირის საგრანტო თანამონაწილეობით, შესაძლოა, ბათუმისთვის ელექტროავტობუსები შეიძინონ

ევროკავშირის საგრანტო თანამონაწილეობით, შესაძლოა, ბათუმისთვის ელექტროავტობუსები შეიძინონ

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ ბრუნო ბალვანერას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა პროექტებზე, რომელთაც, ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა “E5P”-ის (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ენერგოეფექტურ პროექტებზე. მათ შორის, თბილისისთვის განხორციელებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც შეძენილი იქცა 143 თანამედროვე სტანდარტის ენერგოეფექტური ავტობუსი.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების საკითხზე. კერძოდ, საუბარი წარიმართა ბათუმში ელექტროავტობუსების შეძენის შესაძლებლობასა და ევროკავშირის საგრანტო კომპონენტის თანამონაწილეობაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში გაწეული საქმიანობისათვის, მათ შორის, თბილისის ავტობუსების პროექტის განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

„აღნიშნული პროექტი სრულად დაგვეხმარება უკეთესი ტრანსპორტის სქემის შექმნაში. ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, მეტად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიდრე კერძო ტრანსპორტით, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ქალაქში, ასევე დანაზოგებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში.

„ვფიქრობ, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენს დღის წერიგში დარჩება,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. 

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151