ქუმსიშვილი: გალარების პროგრამის ფარგლებში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა

ქუმსიშვილი: გალარების პროგრამის ფარგლებში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გალარების ერთჯერადი პროგრამის საბოლოო მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია, თუმცა პროგრამის ფარგლებში გალარდა 60 მლნ დოლარის მოცულობის პორტფელი.

„როგორც აღინიშნა, ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად ძალიან მოვინდომეთ და ყველაფერი გავაკეთეთ პროგრამის ამოქმედებისთვის. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც გალარების პროგრამაში მიიღო  მონაწილეობა. 4500 ოჯახი, რომელიც შემდგომში დაზღვეულია სავალუტო კურსის რყევებისგან ნიშნავს, რომ გალარების პროგრამას კარგი შედეგი აქვს.

გალარების პროცესს, ასევე, მიეხმარება ჩვენ მიერ 2016 წლის ბოლოს გადადგმული ნაბიჯები და ის ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში. ეს ეხება 100 ათას ლარამდე სესხების გაცემის ნაწილს. თქვენ იცით, რომ ასეთი სესხები მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ლარში გაიცემა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენი საკრედიტო პორტფელის საშუალოვადიანობა 2,5 წელიწადია, ეს სესხები, პრაქტიკულად, ხელახლა გაიცემა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, იმ კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებზედაც განსაკუთრებით საჭიროა ყურადღების მიქცევა, 100 ათას ლარამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთლიანად ლარში იქნება გაცემული,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბახტაძე: ნატურალური რძისგან დამზადებული ყველა პროდუქტი დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს

ბახტაძე: ნატურალური რძისგან დამზადებული ყველა პროდუქტი დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს

1 წუთის წინ

მისი თქმით, დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ რძის მიწოდება, არამედ ნატურალური რძისგან დამზადებული ყველა პროდუქტი.  ბახტაძის შეფასებით, ასეთი ტიპის რეფორმა განაპირობებს, რომ გლეხს მეტი შემოსავალი ჰქონდეს.  "ეს ნიშნავს იმას, რომ...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151