აშშ გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის სამხედროების ინტეგრირებასთან დაკავშირებით

აშშ გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის სამხედროების ინტეგრირებასთან დაკავშირებით

აშშ-მა დაგმო რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ქვეყანა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს იმსახურონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. აღნიშნულის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

მკვეთრი კრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, 15 მარტს, მას მერე წამოვიდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ შეიარაღებული ძალების რუსეთის სამხედრო ძალებთან ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაავალა.

რუსეთმა, 2008 წელს საქართველოსთან ხანმოკლე ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები. მას რეგიონში ათასობით სამხედრო ჰყავს განლაგებული, - წერს "რადიო თავისუფლება".

ამერიკის შეერთებული შტატები ორივე ტერიტორიას საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

"შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების ინტეგრირებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულის შესახებ "რადიო თავისუფლებას" აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა და დაამატა, რომ ვაშინგტონის პოზიცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით ნათელია - ისინი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

5 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151