ალექსანდრ ლუკაშენკო: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ევროკავშირი უნდა შევინარჩუნოთ

ალექსანდრ ლუკაშენკო: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ევროკავშირი უნდა შევინარჩუნოთ

ბელარუსი ყოველთვის ევროპის გაერთიანებისა და სტაბილურობისთვის იმუშავებს, - აღნიშნულის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთან შეხვედრისას განაცხადა.

"თქვენს ვიზიტზე ბევრი რამაა დამოკიდებული. არამხოლოდ თქვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, არამედ თქვენი ურთიერთობის შესახებ თქვენივე იმპერიასთან (ევროკავშირთან) მიმართებაში. მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ თქვენ ჩვენში ყოველთვის იმ ქვეყანას დაინახავთ, რომელიც ევროპის გაერთიანებისა და სტაბილურობისთვის იმუშავებს.

ჩვენ თქვენ რთულ პერიოდებშიც არ გიქმნიდით პრობლემებს და არც მომავალში ვაპირებთ შეგიქმნათ რაიმე პრობლემები", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი ევროკავშირის შენარჩუნებისა და მრავალპოლარული სამყაროს მომხრეა.

"ევროკავშირი - ეს უძლიერესი პოლუსია, რომელიც ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით დგას. ევროკავშირი ეს პლანეტისთვის უძლიერესი მხარდაჭერაა და თუ იგი გაქრება, უბედურება მოხდება. ამიტომ, თქვენ ბრექსითებსა და ნაციონალისტურ მოძრაობებს მე არ მივიჩნევ სერიოზულად. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ევროკავშირი უნდა შევინარჩუნოთ. ეს ჩემი პირადი პოზიცია არაა, ეს საერთაშორისო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. რაც მეტია მხარდაჭერა, მით უფრო მყარია სისტემა. ამიტომ, მე ევროკავშირის მომხრე ვარ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

4 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212