დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული "ჩემი ხმა საზოგადოებაში" CSR კლუბიდან დაიწყო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული "ჩემი ხმა საზოგადოებაში" CSR კლუბიდან დაიწყო

15 მარტს "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის" წევრებთან შეხვედრით, გაიხსნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული საქართველოში, რომლის წლევანდელი მთავარი მესიჯია "ჩემი ხმა საზოგადოებაში". ღონისძიებაზე, რომელსაც კლუბის წევრი ბიზნესკომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, კვირეულის ორგანიზატორებმა გააცნეს დამსწრეებს ორგანიზაციის ისტორია, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს მოეწყო ჭრელი წინდებით ფოტოების გადაღება სოციალურ ქსელებში მათი გავრცელების მიზნით.

კავშირი "ჩვენი ბავშვები" და "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" წელს მეექვსედ აღნიშნავს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს საქართველოში. 2017  წლის მესიჯიდან გამომდინარე, კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ. კვირეულის ძირითადი მიზანი კი საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა  სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრების ხელშეწყობაა.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

1 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237