ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. ობიექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

პროექტის საერთო ღირებულება 5 800 000 ლარზე მეტია და იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ტექნიკური აღჭურვილობა კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

მშენებლობა გასული წლის მარტში დაიწყო და წელს თებერვალში დასრულდა. ობიექტზე 120 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
 

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

4 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151