ქუთაისის მერის ორმა მოადგილემ 6 თვეში 35 000 ლარამდე პრემია-დანამატი აიღო

ქუთაისის მერის ორმა მოადგილემ 6 თვეში 35 000 ლარამდე პრემია-დანამატი აიღო

  • iRegions.Ge
  • 15 მარტი, 2017
  • 13:52
  • ადმინისტრატორი

ქუთაისის მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილსა და კონსტანტინე ქავთარაძეს 6 თვეში 34 860 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვთ აღებული.

ამის შესახებ „აიპრესს“ ქუთაისის მერიიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი ყოველთვიურად ხელფასის ოდენობის პრემიას იღებს, ხოლო მისი დანამატი ხელფასის 40%-ს შეადგენს. მისი ხელფასი 2100 ლარია, შესაბამისად მისი პრემიაც 2100 ლარი გამოდის, ხოლო დანამატი 840. მიქიაშვილის პრემია დანამატმა 6 თვეში 17 640 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვს აღებული.

რაც შეეხება მერის მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს, მას 17 220 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვს აღებული. მისი ყოველთვიური ხელფასი 2050 ლარია, ამავე რაოდენობის პრემია აქვს აღებული მას, ხოლო დანამატი ხელფასის 40% - 820 ლარი.

ცნობისთვის, "აიპრესმა" ქუთაისის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია მერის, მერის მოადილეებისა და მერიის სამსახურის უფროსების, ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ 2016 წლის ივლისიდან, 2017 წლის იანვრამდე.

ქუთაისში, პერფორმანსს

ქუთაისში, პერფორმანსს "ცისფერყანწელთა ქუთაისი" გიორგი ჭიღვარია და გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ

26 მაისი, 2018

პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პერფომანსით გაგრძელდა. სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახში“ თეატრალიზებული სანახაობა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237