ხაშურში სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

ხაშურში სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი ხალების და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ავარიული ხიდის გამოყენება უსაფრთხო არ იყო, ამიტომ მოსახლეობას ხცისის შემოვლითი გზით სარგებლობა უწევდა, რაც დამატებით ხარჯებთან და დროსთან იყო დაკავშირებული. მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრობლემის აღმოსაფხვრელად 23 769 ლარი გამოყო.

განახლდა მავთულბადე, შეიცვალა ხის მასალა და აღდგა დაწყვეტილი ბოგირები.

საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში მთლიანად დასრულდება, თუმცა ხიდზე გადაადგილება ამ დროისთვის უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

6 საათის წინ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები, ადასტურებს,რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. ,, თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212