ნაძალადევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო 50-მდე კორპუსში მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით13 მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა, მათ შორის ზესტაფონის ქ. N18 - მე-2 კორპუსში, სადაც 1010 კვ.მ ფართობის ბრტყელი სახურავი შეიცვალა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა. ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.

„ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კორპუსების სახურავების, სადარბაზოების, კიბეების რეაბილიტაცია და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

მიმდინარე წელს რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 76 პროექტი დაამტკიცა. აქედან 35 მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდება. დაფინანსებული სამუშაოების საერთო ღირებულება 1 530 496 ლარს შეადგენს.
 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212