16 მარტს 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი, Giegling, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში SPACEHALL-ს ეწვევა

16 მარტს 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი, Giegling, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში SPACEHALL-ს ეწვევა

ცნობილი ონლაინ გამოცემის, Resident Advisor-ის რჩეულის ტურნეს ფარგლებში ისეთი არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან ATEQ, KETTENKARUSSELL, EDWARD, VRIL. Giegling Night-ს კონცერტის სახე ექნება - არტისტები ლაივ აქტებით წარდგებიან. 

Giegling რამდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა. თავდაპირველად მას კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა.

ATEQ Giegling-ის თანადამფუძნებელია. მისი მუსიკა გამორჩეულია პერკუსიული რითმიკით, დაბისა და ექპერიმენტული ჟღერადობის შერწყმით.

KETTENKARUSSELL  Herr Korreander-ის, იგივე Konstantin-ისა და Leafar Legov-ის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტია. დებიუტი Giegling-ზე 2009 წელს შედგა EP-ით I Believe You And I Make Love Forever. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სადებიუტო ალბომი Easy Listening, რომლის რემიქსებზე Lawrence / Official, VRIL და Losoul-მა იმუშავეს.

Edward გერმანელი პროდიუსერისა და DJ-ის Gilles Aiken-ის პროექტია, რომლის დისკოგრაფიის ისტორიაც ათეულ წელზე მეტს ითვლის. Edward-ის სტუდიური ნამუშევრები ძირითადად ღრმა ჰაუსის ჟღერადობაზე ორიენტირდება და გამოდის ლეიბლებზე White და Giegling.

VRIL პროდიუსერი და DJ-ა ჰანოვერიდან. 2010 წელს  Giegling-ზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან BASSIANI Records, Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ.

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

11 ივნისი, 2018

ინფორმაციას ავრცელებს ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილიც.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212