დირკ შუბელი: ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო ათეულშია

დირკ შუბელი: ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო ათეულშია

ქალაქ რიგაში, სამიტის წინ, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ორგანიზებით შეხვედრა მოეწყო, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრის მიზანი გახლდათ იმ პროგრესული ნაბიჯების გაანალიზება, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასევე ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტურად დარეგულირების გზები.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე, პრემიერის მრჩეველი სოფო ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, საქართველოს მხრიდან წარმოდგენილები იყვნენ: საია, საფარი, საერთაშორისო გამჭვირვალობა და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე მომუშავე რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაცია.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხივი განყოფილების თავმჯდომარე დირკ შუბელი. 

კითხვაზე - ხომ არ არსებობს რეფორმების და ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების იმპლემენტაციის შესაძლო შეჩერების რისკები, დირკ შუბელმა განაცხადა: 

"ვფიქრობ რომ ამის რისკი ჩვენგან არ არსებობს, უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ ეს რისკები რეალური არ არის. ასევე თქვენს ყურადღებას გავამახვილებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო ათეულშია და ამ კუთხით, მე ვარ საქართველოს ლობისტი. გეუბნებით, რომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ინვესტიცია საქართველოში ძალიან სწრაფად. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რის გაკეთებაც შეგვეძლება", - განაცხადა დირკ შუბელმა.

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

2 საათის წინ

მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452